Tuesday, April 19, 2011

სომხურ– ქართული ურთიერთობები, ისტორიული კავშირი

1.პროექტის მთავარი იდეა:
ორი მოძმე ერების ისტორიული კავშირის შესწავლა, გაგება,ურთიერთ კავშირის გაღრმავების თვალსაზრისით ისტორიული მაგალითის გამოყენება.
2.პროექტის აქტუალობა
თემა დღესაც აქტუალურია და მჭიდრო კავშირი აქვს დღევანდელ რეალობასთან .მოსწავლეები უკეთ   ეცნობიან ისტორიულ წარსულს. შესწავლილიდან გამომდინარე   შეძენილ ცოდნას  იყენებენ ცხოვრებაში.
3.პროექტის მიზნები
1)ისტორიული წარსულის  შემეცნებითი კვლევა, ცოდნის შეძენა.
2)ურთიერთ თანამშრომლობის და ურთიერთ გაგების  უნარ– ჩვევის  განვითარება
3)პრეზენტაციები
4.მოსწავლეთა ასაკი
15–16 წლის მოსწავლეები
5.ვადების ხანგრძლივობა:
ერთი თვე
6.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
1)ექსკურსიების ორგანიზება:საქართველოს და სომხეთის ისტორიული ადგილების  ნახვა
2)ღონისძიების ჩატარება სათაურით "ძმაო ძმითა ხარ ძლიერი"
3) მაკეტის ან ძეგლის შექმნა–შეკეთება( ლეგენდის მიხედვით  ჰაიოს და ქართლოს ძმების, ქრისტიანული ტაძრის  მაკეტის შექმნა)
7.პროექტისთვის  საჭირო ძირითადი რესურსები
კომპიუტერი, ისტორიული წიგნები,ფოტოაპარატი,ვიდეოკამერა, პროექტორი,წიგნები
8.პროექტის მსვლელობა
პირველი ეტაპი
1.1)მოსწავლეებს ვყოფ 3ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას.პირველი ჯგუფის წევრებმა უნდა მოიძიონ ისტორიული მასალები თემასთან დაკავშირებით(ლეგენდა ჰაიოს– ქართლოსზე, ქრისტიანობის გავრცელება ორ სახელმწიფოში: სომხეთსა და საქართველოში)
"შუშანიკის წამების" შესახებ მასალების მოპოვება– ანალიზი
2)მეორე ჯგუფის წარმომადგენლები უნდა მოიძიონ მასალები ინტერნეტის მეშვეობით და და მოპოვებული მასალების ნიადაგზე სლაიდები შექმნან.
3)მესამე ჯგუფს ევალებათ მოახდინონ შეხვედრები მოსახლეობასთან, ისტორიკოსებთან ჩაწერონ  მათი მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით 
მუშაობისთვის ეძლევათ ერთი კვირა
2.მეორე ეტაპი
მეორე კვირის განმავლობაში  ხერხდება მოძიებული მასალების შეჯამება– პრეზენტაციები(ისტ– ის მეშვეობით)
3.მესამე ეტაპი
მესამე  კვირის განმავლობაში ხორციელდება ღონისძიება"ძმაო ძმითა ხარ ძლიერი"
მეოთხე კვირის განმავლობაში ვახორციელებ ეხსკურსიებს ისტორიულ ადგილების და ძეგლების სანახავად.
9.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კანშირი:
1)სომხური ენა, ქარტული ენა,ისტორია ,ისტ–ი
2)ინფორმაციის ძიების ,გადმოცემის ,ანალიზის  უნარ– ჩვევის განვითარება
3)ინტერნეტში ნოვაცია(ისტ–ის ფართოდ გამოყენება)
10.პროექტის ხელმძვანელი:როზა პეტროსიან
11.ხელმძვანელის ელ ფოსტა:zoranyan74@.gmail.com